საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა- მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში"

ჩატარების ადგილი და დრო: 23-25 დეკემბერი, ჩაქვი, სასტუმრო ,,ოაზისი"
საგნობრივ სექციებში წარმოდგენილი იყო 107 ნამუშევარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: : ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის;ბათუმის მასწავლებლის სახლის თანამშრომლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ქუთისისა და ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის და ქობულეთისა და ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის  მიზანი  გახლდათ  სკოლაში  პროექტებით  სწავლების   დანერგვა,  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენების  ხელშეწყობა, პედაგოგიური  პრაქტიკის  გაზიარება , პედაგოგთა  მოტივაციის  ამაღლება.

კონფერენცია  გაიხსნა 25 დეკემბერს.  მასწავლებლებს  და  მოწვეულ  სტუმრებს  მიესალმა   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თეა კვინტრაძე. მისასალმებელი  სიტყვა  წარმოთქვეს, ასევე,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ქუთაი

სის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანმა ვლადიმერ ადეიშვილმა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი უფროსმა სპეციალისტებმა , კონსულტანტებმა და ექსპერტებმა (გიორგი გახელაძე, ნინო ლაბარტყავა, ზაქრო გიუნაშვილმა)


გახსნისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბატონ გიორგი გახელაძის პრეზენტაციამ მასწავლებელთა შესაფების ახალი სქემის შესახებ.


ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნების პედაგოგებმა წაიკითხეს, მათ შორის იყვნენ:

ქართული ენისა და ლიტერატურის;
მათემატიკის;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების;
ხელოვნების;
დაწყებითი განათლებისა და სხვა საგნების მასწავლებლები.


კონფერენციაში მონაწილეობის შეთავაზება მივიღე ბატონ კახა ჟღენტისგან პირად ფოსტაზე. გავეცანი რა კონფერენციის პირობებს, გადავწყვიტე საკონკურსოდ გამეგზავნა ჩემ მიერ მე-12 კლასში ჩატარებული პროექტ-გაკვეთილი ,,საქართველოს გასაბჭოება და მისი შედეგები".

წარმოდგენილმა ნამუშევარმა დააკმაყოფილა კონკურსის პირობები და აღმოჩნდა ქართული ენისა და ლიტერატურის სექციის 13 გამარჯვებულთა შორის.


კონფერენციაზე გახლდით მოწვეული მომხსენებლად, პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.

ქართული ენისა და ლიტერატურის სექციას ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია პაპუნაშვილი.

აღსანიშნავი იყო სხვადასხვა თემატიკის ნაშრომები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს, როგორც ინტეგრირებული გაკვეთილები, ასევე, სხვადასხვა სასწავლო პროექტები, ისტ-ის გამოყენება, ცოდნის ტრანსფერი, ინოვაციები სასწავლო პროცესში, გავაზიარეთ საკუთარი პარაქტიკა.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი გახლდათ არა მარტო იმით, რომ პროფესიული განვითარების ცენტრმა აღმოაჩინა მოტივირებული, ინოვაციური მიდგომების მასწავლებლები, არამედ იმითაც, რომ ამ საზოგადოების გამოცდილება, ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც პროფესიული ზრდისა და განვითარების საწინდარია.

ეკა  ცხადაია
ხობის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის  #2 საჯარო  სკოლის  მასწავლებელი










ჩაქვი. 23-25.12.2013 on PhotoPeach