28 თებერვალი 2015 წელი
ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ფოთის #3 საჯარო სკოლა
კონფერენციის მიზანი და ამოცანები :
- მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული, პედაგოგებისა და აჭარის პირველი კონფერენციის მონაწილე ტრენერების წარმატებული პრაქტიკის წარმოდგენას ფოთის პედაგოგიური საზოგადოებისთვის.
- სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარების ჯგუფის გამოცდილების გაზიარება
- საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის .დემონსტრირება;
- სასკოლო ქსელის შექმნა.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ელისო ვადაქარია. წარმოდგენილი გახლდათ 20 საუკეთესოდ აღიარებული საკონფერენციო ნამუშევარი. თემატიკა იყო მრავალფეროვანი: ინტეგრირებული, მეთოდური რეკომენდაციები, გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული,ისტ-ის გამოყენებასა და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე გათვლილი გაკვეთილები.ასევე, სახელმძღვანელოს არჩევის კრიტერიუმები, საბიბლიოთეკო მუშაობის სტრატეგიები, გრამატიკის სწავლების ინოვაციები.