5-6 ივლისს ქალაქ ქუთაისში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული პედაგოგთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ. შემდგომ ისაუბრეს: ვლადიმერ ადეიშვილმა,იმერი ბასილაძემ, შალვა კირთაძემ, მანანა დეისაძემ, მაია ახვლედიანმა. მათ დამსწრეთ გააცნეს უნივერსიტეტის სიახლეები, პერსპექტივები. შემდგომ სექციების მიხედვით განახლდა მუშაობა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ლეილა აბზიანიძე.
წარმოდგენილი გახლდათ სხვადასხვა თემატიკის ნაშრომები, მათ შორის ჩვენი ,,სიმულაციის გამოყენება ვრცელი ტექსტის სწავლებისას".
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაშრომებიდან შეირჩა მხოლოდ ორი, ზემოთდასახელებული და გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლების ელისო მაწკეპლაძისა და ასმათ დათიაშვილის ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები და წარმატებული სასწავლო პროცესი".
სექციის მუშაობა გახსნა ქალბატონმა ლეილამ. მან ყურადღება გაამახვილა მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებულ ტიპურ შეცდომებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე.
თითოეული საკონფერენციო ნაშრომი გახლდათ საინტერესო. მოხსენების შემდეგ მონაწილეები პასუხობდნენ შეკითხვებზე.
პრაქტიკოსი მასწავლებლის ხედვა და ინოვაციური გაკვეთილის მეთოდი, ასევე, საინტერესო გახლდათ უმაღლესი სკოლის პედაგოგებისთვის. ვუპასუხეთ მათვის საინტერესო კითხვებს.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი ნაშრომი დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში.
შეჯამებისთვის აღვნიშნავთ, რომ კონფერენცია გახლდათ პროდუქტიული, საინტერესო. ერთხმად დაასკვნეს,რომ მეცნიერული ხედვისა და პრაქტიკოსი მასწავლებლის საქმიანობას შორის უნდა იყოს თანხვედრა. აკადემიურმა საზოგადოებამ გამოთქვა სურვილი დაეხმაროს სკოლას ტრენინგებით, მეთოდური რჩევებით, სახელმძღვანელოებით, ასევე , დაგეგმოს და განახორციელოს ერთობლივი კონფერენციები.
5 ივლისი 2014 by Slidely Slideshow