სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი კრიტიკული და შემოქმედებით აზროვნება და მედიაწიგნიერება.


        სამოქალაქო  განვითარების  ინსტიტუტმა  27  ივნისს  ჩაქვში   ჩაატარა  პედაგოგთათვის  ტრენინგ-სემინარი   კრიტიკულ  და  შემოქმედებით  აზროვნებასა  და  მედიაწიგნიერებაში.  ტრენინგ-სემინარი  გრძელდებოდა  2 ივლისამდე.  ორგანიზატორები  და  ტრენერები:  თამარ  მოსიაშვილი,  ია  ანთაძე,  სოფო  გორგოძე, თამთა  ყუბანეიშვილი.

        ტრენინგ-სემინარს  ესწრებოდა  15  პედაგოგი  საქართველოს  სხვადასხვა  რეგიონიდან.
პირველი  დღე  დაეთმო  ჯგუფის  წევრების  გაცნობას  და  საკითხებს, რომელთაც  დამუშავებავებდით   სამუშაო  კვირის  განმავლობაში.  განვიხილეთ  ის  მნიშვნელოვანი  უნარები, რომელიც  საჭიროა  21-ე  საუკუნეში  წარმატების  მისაღწევად, სოციალური  ინტელექტი, ორიგინალური  აზროვნება, მათემატიკური  აზროვნება,  მედიაწიგნიერება ,  კრიტიკული  აზროვნება. განვიხილეთ  ამ  უკანასკნელის  მახასიათებლები, განსჯისა  და   არგუმენტირებული  მსჯელობის  მნიშველოვანი  როლი  სასწავლო  პროცესში   და,ზოგადად,  ადამიანის  ცხოვრებაში. მასწავლებლებმა   ვიმუშავეთ  კონკრეტული  რეკომენდაციებზე, რომელიც  აუცილებელია  კრიტიკული აზროვნებისთვის.

         დიდი  ყურადღება  დაეთმო  შემოქმედებითი  აზროვნების  ასპექტებს. კრიტიკული  და  კრეატიული  აზროვნების  მიმართებაზე.  მასწავლებლებმა, საგნობრივი  კომპეტენციის ფარგლებში  ეროვნულ  სასწავლო  გეგმაზე   დაყრდნობით დავგეგმეთ  გაკვეთილები, რომლებიც  მოსწავლეებში  კრიტიკული  და  შემოქმედებითი უნარების  განვითარებას  უწყობს  ხელს. მოვისმინეთ პერკინსის, ლუი დე  ბონოს   შეხედულებები.  შევასრულეთ  პრაქტიკული  სავარჯიშოები.
         ტრენინგის   მნიშვნელოვანი  ნაწილი  მიეძღვნა  მედიაწიგნიერებას. მედიაწიგნიერება, როგორც  ერთ-ერთი  გამჭოლი  კომპეტენცია  ეროცნული  სასწავლო  გეგმის  ნაწილია. მასწავლებლემა  უნდა  შეძლონ   ორიენტირება,  სწორი    გზავნილების  მიღება-გავრცელება. ამ  კონტექსში  განვიხილეთ   ვიდორესურსები, გავეცანით  კანონებს, რომელთა  ცოდნა  აუცილებელია  სასკოლო  საქმიანობისას,  ვისაუბრეთ  საფრთხეებსა  და  მოლოდინებზე, მანიპულაციის  ხერხებსა  და  მეთოდებზე. შევასრულეთ  პრაქტიკული  სავარჯიშოები.

       იმდენად  საინტერესო  გახლდათ წარმოდგენილი,  განხილული  საკითხები,. რომ ტრენინგისთვის  განსაზღვრული  დროის  შემდეგაც  მასწავლებლები  განვაგრძობდით  გამოცდილების  გაზიარებას, საინტერესო  სასწავლო  პროგრამების  ერთურთისთვის  სწავლებას.  ერთ-ერთ პროგრამაში  ჩვენ  მიერ  შესრულებულმა  პრაქტიკულმა  სავარჯიშომ  დიდი  დაინტერესება  გამოიწვია  მასწავლებლებს  შორის.  გამოცდილების  გაზიარების  მიზნით  საღამოს  საათებში  დავგეგმეთ  ტრენინგი, სადაც  ვისწავლეთ  ამ  პროგრამაში  მუშაობა.

      ტრენინგით  პერიოდულად  ინტერესდებოდა  მედია.  კერძოდ, აჭარის  ტელევიზიამ  არაერთხელ  გააკეთა  რეპორტაჟი.  დაინტერესდნენ  მასწავლებელთა  აზრით როგორც  ტრენინგებზე,  ასევე, საგანმანათლებლო  საკითხებზე.

     ტრენინგი  დამთავრდა  2  ივლისს.  დახურვა  და  სერტიფიკატების  გადაცემა  გახლდათ  ძალიან  სახალისოც  და  ამაღელვებელიც.


პრაქტიკული  სავარჯიშო,  რამოდგენილი  მულტფილმად .



Chaqvi 27.06 -2.07 2014 by Slidely Slideshow