საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა-მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია

                                               15-16-17  დეკემბერი.  წყალტუბო

         2014 წლის  15-17  დეკემბერს   წყალტუბოში   გაიმართა  საქართველოს  მასწავლებელთა  მეორე  ეროვნული  კონფერენცია   ,,საუკეთესო  პედაგოგიური  პრაქტიკა".
         ორგანიზატორი  გახლდათ   საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტრო  და მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრი.

კონფერენციის მიზანი და ამოცანები :
  •  გამარჯვებული, სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული    მასწავლებლების  საუკეთესო  პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.
  • წარმატებული  მასწავლებლების  წახალისება,
  • ეფექტური, ინოვაციური  მეთოდების  პრაქტიკულად  გამოყენების  სწავლება,
  • გამოცდილების  გაზიარება.
  •  პროფესიული განვითარების  ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის  გაცნობა, 
      კონფერენცია  გაიხსნა  15  დეკემბერს  14 საათზე.  მოწვეული  გახლდ  სხვადასხვა  უმაღლესი  სასწავლებლების   წარმომადგენლები.  მისასალმებელი  სიტყვა  წარმოთქვა  ლაშა   მკურნალიძემ,  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის  რეგიონული  კოორდინაციის  სამსახურის  უფროსმა.  მან  მიულოცა  მასწავლებლებს  წარმატება. ისაუბრა  ცენტრის  სამომავლო  გეგმებზე.  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ეროვნული  ცენტრის  კონსულტანტებმა  ზაქარია  გიუნაშვილმა  და  ნინო  ლაბარტყავამ  წარმოადგინეს  პრეზენტაციები ,,პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება "  და  ,,სწავლის  დიფერენციაცია მრავალმხრივი  ინტელექტზე  დაყრდნობით"

კონფერენციის  მეორე  დღე  დაიწყო  სექციური  მუშაობით.  მუშაობდა  ყველა  სასწავლო  დისციპლინის  სექცი.

ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  ჯგუფს   ხელმძღვანელობდა  ქალბატონი  მაია  პაპუნაშვილი.  წარმოდგენილი  გახლდათ  16  საუკეთესოდ  აღიარებული  საკონფერენციო  ნამუშევარი   დასავლეთ საქართველოს  სხვადასხვა სკოლებიდან. თემატიკა  იყო  მრავალფეროვანი: ინტეგრირებული, მეთოდური   რეკომენდაციები, გამჭოლ  კომპეტენციებზე  ორიენტირებული,ისტ-ის  გამოყენებასა  და  სხვადასხვა  უნარების   განვითარებაზე  გათვლილი გაკვეთილები.
     
        ჩემი  საკონფერენციო  ნამუშევარი  გახლდათ    ,,სიმულაციის  გამოყენება ვრცელი  ტექსტის  სწავლებისას".   შევეცადე  განმეხილა   ვრცელი  ტექსტის  სწავლების  პრობლემები. გამეზიარებინა  სხვებისთვის   მეთოდი, რომელიც  მნიშვნელოვნად ეხმარება  მასწავლებელს  წარმოდგენილი  პრობლემების  მოგვარებაში. თემაში შევეცადეთ დეტალურად   ამეხსნა   სიმულაციური  გაკვეთილის  მიმდინარეობა.  მიზნები, ამოცანები, ესგსთან  შესაბამისობა, შედეგები, შეფასება. ინსპირაცია  ამ  მეთოდით  ჩამეტარებინა  გაკვეთილი  მომცა  ჟურნალ  ,,მასწავლებელში " გამოქვეყნებულმა სტატიამ.   დამსწრე  მასწავლებლებში  ინტერესი  გამოიწვია  ჩვენმა  მოხსენებამ. რამდენიმემ  მთხოვა  გამეზიარებინა  მათთვის  გაკვეთილის  გეგმა.
 გავიცანი  საინტერესო  მასწავლებლები  და მოვისმინე  საინტერესო  გაკვეთილები. წარმატებულ  მასწავლებლებთან  კონტაქტი  პირადი  პედპრაქტიკის  გამრავალფეროვნების  საწინდარია.

    მესამე  დღე დაეთმო  კონფერენციის  მუშაობის  შეჯამებას. შეაჯამა  ლაშა  მკურნალიძემ. საზეიმოდ  გადმოგვეცა სერტიფიკატები.  ვთვლი, რომ   პედაგოგთა ეს  ფორუმი  გახლდათ  ნაყოფიერი, საინტერესო  და  სასარგებლო.











მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია. ქართული ენა და ლიტერატურა. by Slidely Slideshow